Symbain-სმარტფონი Nokia C5 ჩინეთის ბაზრისთვის.

DigiTimes იუწყება, რომ ჩინეთის სმარტფონებისა და კომუნიკატორების ბაზარზე ოპერაციული სისტემა Symbian-ის მქონე აპარატების გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. თუ გასულ წელს Symbian-ის წილი აღწევდა 70–80%-ს, დღეს ეს რიცხვი არ აღემატება 50–60%-ს.

ამის მიზეზია სამი რამ: პირველს ეწოდება iPhone: Apple-ის წილი ჩინეთის მობილურ ბაზარზე გაიზარდა 5%-ით და მიაღწია 10-პროცენტს. აღსანიშნავია, რომ Apple საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან — ოპერატორ China Unicom-თან, რომელიც უზრუნველყოფს «იაფონის» გაყიდვას ჩინეთში.

მეორე მიზეზი — BlackBerry: კომპანია Research In Motion დღს აკონტროლებს ბაზრის 5%-ს ჩინეთის სმარტფონების ბაზარზე.

მაგრამ ჩინეთის ბაზარზე Symbian-ის წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი — ოპერაციული სისტემა Android, რომელიც «ჩატვირთულია» Motorola-ში, Samsung-ში, HTC-ში და ათ ადგილობრივ კომპანიაში. «გუგლფონების» წილი ჩინეთში — 10% და მისი ზრდის სიჩქარე უბრალოდ საოცარია.

დღეს Symbian-სმარტფონებს უშვებს მხოლოდ Nokia და Sony Ericsson. კომპანია «სამსუნგმა» ასეთი მოწყობილობის გამოშვებაზე უარი განაცხადა.

წყარო DigiTimes.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.