IDC-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მობილური ოპერაციული სისტემის Google Android-ის პოპულარობის შემდგომ ზრდას.
მათი შეფასებით, მიმდინარე წელს Android-ის წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 16,3%-ს; ამ მაჩვენებლით ის იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მობილურ ოპერაციულ სისტემებს შორის. 40,1%-ით პირველ ადგილზეა Symbian, მეორეზეა — BlackBerry OS 17,9%-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ Apple iOS (წინათ iPhone OS) და Windows Mobile შესაბამისად 14,7 და 6,8%.
2014 წლისათვის ეს ბალანსი გარკვეულწილად შეიცვლება. IDC-ს მიაჩნია, რომ Android 24,6%-ით გავა მეორე ადგილზე, ხოლო Windows Mobile-ის წილი გაიზრდება 9,8%-მდე.
ამავდროულად კოკნკურენტ პროგრამულ პლატფორმებს ელოდებათ ვარდნა. ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებენ, რომ 2014 წელს Symbian გააკონტროლებს ბაზრის მხოლოდ 32,9%-ს, BlackBerry OS — 17,3%-ს, ხოლო iOS — 10,9%-ს.
IDC ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს გაყიდული კომუნიკატორების რაოდენობა 55,5%-ით მეტია 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მომავალი წლისათვის მოსალოდნელია მიწოდების 24,5%-ით გაზრდა.
წყარო Electronista.

