ქალაქის მშენებლობის სიმულატორი Cities XL 2011 ლოკალიზებული და გამოშვებული იქნება კომპანია Akella-ის მიერ და ეს მოხდება ამ წლის მეოთხე კვარტალში, რაც საკმაოდ გასაკვირია, რადგან დასავლეთის რელიზი დაგეგმილია ოქტომბერში.
სხვათა შორის თამაში შეიძლება საერთოდ არ გამოსულიყო. თავიდან პროექტს უძღვებოდა კომპანია Monte Cristo. ასე იყო მაისამდე, მაისში კი მწარმოებელი გაკოტრდა და შესაბამისად დაიხურა. სასიხარულოდ, თამაშის უფლება შეიძინეს ფრანგებმა Focus Home Interactive. ეხლა კი სწორედ ისინი ამთავრებენ პროექტს.
” Cities XL-ის საშუალებით თქვენ შეძლებთ გიგანტური ქალაქების შენებას და განვითარებას რეალურ 3D- რუკებზე — აცხადებენ გამომცემლები. — ამისათვის თქვენს განკარგულებაშია 700-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის შნობა-ნაგებობები”. ჩვენ ასევე მოგვიწევს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე და ვაჭრობაზე ზრუნვა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალქაში ცხოვრობს ხალხი. ნაგლები, აგრესიულები, ისეთები რომლებსაც მთავრობა ეზიზღებათ და ა.შ და მათი დაკმაყოფილება არც ისე ადვილი ამოცანაა.
რაც მთავარია ამ სამყაროში თქვენთან ერთად სხვა მოთამაშეები ითამაშებენ .
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=BOD5BCtUQNM
წყარო: Akella.


კიდევ ერთი “მაკომპოსტირებელი” თამაში გული მიგრძნობს… :))
აი ვინც ამ თამაშს HARD-ზე დახურავს მე იმას ავირჩევ ქალაქის მერად 🙂 🙂