კომპანია Nokia-ამ ეხლახან განაცხადა უმაღლეს ხელმძღვანელობაში ცვლილებების შესახებ: თვის ბოლომდე ამჟამინდელი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ოლი-პეკა კალასვუო დატოვებს საკუთარ პოსტს.

კალასვუო Nokia-ს შეუერთდა 1980 წელს. კომპანიას სათავეში ჩაუდგა 2006-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ შევიდა დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში.

ჭორები იმის შესახებ, რომ ოლი-პეკა დატოვებდა პოსტს გავრცელდა ზაფხულში. წასვლის მთავარი მიზეზი — Nokia-ს ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება და სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე არამყარი პოზიცია. კალასვუომ ასევე ვერ შეძლო კომუნიკატორების ბაზარზე Nokia-ს ბიზნესისათვის წარმატებული სტრატეგიის შემუშავება; შედეგად კომპანია სულ უფრო მეტ დაწოლას განიცდის Apple-ისაგან მისი iPhone-ით და Android-მოწყობილობების მწარმოებლებისგან. მეორე კვარტლის მონაცემებით ფინური ვენდორის სუფთა მოგება შემცირდა 40%-ით.

უკვე ცნობილია შემცვლელიც: ეს გახლავთ Microsoft-ის ბიზნეს-განყოფილების პრეზიდენტი სტივენ ელოპი. «მაიკროსოფტში» ელოპი მოვიდა 2008 წლის დასაწყისში. მამანდე მას ჰქონდა მაღალი პოსტები Macromedia-ში, Adobe-ში და სხვა კომპანიებში.

წყარო Nokia.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.