image

და რა არის Mikogo?

მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მომბეზრდა TeamViewer, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა მომხმარებელს ერთხელ მაინც ჰქონია მისი გამოყენების ბედნიერება. ალბათ მიხვდით თუ რაზეა საუბარი. წარმოდგენილი პროდუქტი აბსოლუტურად უფასოდ და ყველანაირი შეზღუდვების გარეშე გვთავაზობს მსგავს მომსახურებას.

რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც არის, კომპიუტერის შორიდან მართვის საშუალება, რაც ძალიან ამარტივებს ტექნიკური დახმარების გაწევას და ინტერაქტიული ტრენინგების გამართვას. მე პირადად ეს პროგრამა თანამშრომლების დახმარებაში მეხმარება.

მოკლედ ვისაც უფრო დეტალური ფუნქციონალი აინტერესებს შეუძლია ნახოს შემდეგ მისამართზე.

არის ასევე ვერსია Mac OS X ოპ. სისტემისათვისაც.

ხოლო სკაიპის და ვინდოუსის მომხმარებლებისათვის ეს პროგრამა უკვე დამატებულია Extras დირექტორიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.