Fujitsu Laboratories-ში შექმნილია უკაბელო სისტემა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მოწყუობილობას ტენის. გამოგონება ბაზარზე სავარაუდოდ 2012 წელს გამოვა.

დღეისათვის შემოთავაზებულ მოწყობილობათა უმეტესობა დაფუძნებულია ორ გორგოლაჭს შორის ინდუქტიურ კავშირზე. ტექნოლოგია მუშაობს მხოლოდ ძალიან პატარა მანძილზე, ძირითადად გათვალისწინებულია, რომ მოწყობილობა მოთავსდეს სპეციალურ პლატფორმაზე. ამის გარდა ენერგიის დიდი რაოდენობა უბრალოდ იკარგება.

Fujitsu-ს სისტემის საფუძველია მაგნიტური რეზონანსი: ენერგია გადაისროლება გორგოლაჭებს შორის, რომლებიც ერთ სიხშირეზეა მომართული. თეორიულად ტექნოლოგიამ უნდა იმუშაოს რამდენიმე მეტრზე, მაგრამ მიმდინარე ექსპერიმენტებში უფრო მოკრძალებული მანძილი ფიგურირებდა 15სმ, მაგრამ ამ შემთხვევაში ენერგიის დანაკარგმა შეადგინა სულ რაღაც 15%.

იქიდან გამომდინარე, რომ ენერგიას მხოლოდ ორი გორგოლაჭი გადასცემს ერთმანეთს, მოწყობილობა არანაირ გავლენას არ მოახდეს არც სხვა მოწყობილობებზე, არც ადამიანებზე და არც შინაურ ცხოველებზე.

იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს იმის შესახებაც, რომ მათ შეძლეს გორგოლაჭის ზომის და კონდენსატორისთვის ახალი ალგორითმის შექმნა, რათქმაუნდა მოწყობილობის ზომის გათვალისწინებით. ადრე, მათი თქმით, ამისათვის საწირო იყო ერთი დღე, ხოლო ეხლა ათი წუთიც საკმარისია.

ნოვატორული ტექნოლოგია წარდგენილი იქნება დღეს, 14 სექტემბერს, ელექტრონიკის, ინფორმატიკის და კავშირის ინსტიტუტის კონფერენციაზე ოსაკაში (იაპონია).

წყარო: Fujitsu Laboratories.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.