ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს…

2014 წლისათვის მობილური ოპერაციული სისტემის მსოფლიო ბაზარზე იქნება მხოლოდ ორი დომინანტური პლატფორმა Symbian და Android, თვლის ანალიტიკური კომპანია Gartner.

ექსპერტებს მიჩნიათ, რომ ორივე ოპერაციული სისტემის წილი, ერთად, იქნება 59,8%. ხოლო თავიანთ წილს საბაზრო ტორტის ნაჭერზე გაიყოფენ თანაბრად: 30,2% ექნება Symbian-ს, 29,6% — Android-ს.

კომპანია Google-ის OS გულმოდგინედ ცდილობს არ ჩამორჩეს ლიდერებს. Gartner-ის აზრით, მიმდინარე წლის ბოლოს, 17,7%-ით, Android გადავა მეორე ადგილზე, ეს მაშინ როცა დღესდღეობით Symbian აკონტროლებს ბაზრის თითქმის ნახევარს — 40,1%. შედარებისთვის: 2009 წლის დასაწყისში Android-ს გააჩნდა მხოლოდ 3,9%.

პროგნოზი, რომელიც შეეხო BlackBerry-ისა და iOS-ს არ აღმოჩნდა ოფტიმალური. 2009 წელი დაასრულეს მაჩვენებლით 19,9% და 14,4% შესაბამისად, ხოლო მიმდინარე წლის დასასრულისათვის დაიკავებენ მეოთხე და მეხუთე ადგილს. BlackBerry-ის ექნება ბაზრის 17,5%, ხოლო iOS — 15,4%. სადღაც შორს, უკანა რიგებში 4,7%-ით აღმოჩნდება Windows Phone.

Gartner-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Symbian დარჩება ბაზრის ლიდერად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ Nokia-ს ტელეფონები ძალიან პოპულარულია სხვა და სხვა სეგმენტში, მაგრამ, აი «ანდროიდს» მოუწევს მარკეტინგული საკითხების სრულყოფა და სატელეფონო კავშირის ოპერატორების მხარდაჭერა.

წყარო Gartner.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.