კომპანია ViewSonic-მა გამოსაშვებად დაამზადა 10-დიუმიანი პლანშეტური კომპიუტერი დასახელებით G Tablet.

მოწყობილობაში არის nVidia Tegra 2-ის პლატფორმა და მუშაობს Android 2.2-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

მოდელის არსენალში –– 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, Bluetooth 2.1 ადაპტერი, Wi-Fi (IEEE 802.11n), USB და HDMI პორტები.

სენსორული დისპლეის წერტილოვანი გაფართოვება შეადგენს 1024×600.

გაჯეტის ღირებულება იქნება $529, ხოლო მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა ოქტომბრიდან.

შეგახსენებთ, რომ ViewSonic-ის პორტფოლიოში არის კიდევ ორი პლანშეტი; რომლებიც წარმოდგენილი იყო IFA 2010-ის გამოფენამდე (ბერლინი, გერმანია 3-8 სექტემბერი).

ViewPad 7-ის დისპლეის დიაგონალი არის 7 დიუმი და მუშაობს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო 10-დიუმიან  ViewPad 100-ს აქვს Android და ასევე Windows 7.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=N8S3dvWms38

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.