ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ “ნერვული ზეწოლის პროცესი”, როდესაც ერთი ნეირონის მოქმედება ამუხრუჭებს მეორისას, არის გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი.

მეცნიერები დიდ ხანს ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რატომ ემართებოდათ პარალიჩი ნერვული აშლილობის მქონე პაციენტებს რამდენიმე ვარიანტიდან ერთის არჩევისას. იუკო მუნაკატა კოლორადოს უნივერსიტეტიდან დარწმუნებულია, რომ ასეთ ადამიანებს “ნერვული ზეწოლის” პროცესი აქვთ დაქვეითებული. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ “ნერვული ზეწოლა”, პირიქით, ხელს უწყობს ადამიანს რთული გადაწყვეტილების მიღებაში.

ექსპერიმენტის მსვლელობისას, მონაწილეებს დაევალათ დაესახელებინათ თავში მოსული ზმნა, რომელიც ასოცირდებოდა დასახელებულ არსებით სახელთან. ზმნების არჩევა, ხდება ტვინის  მარცხენა ვენტროლატერალურ პრეფრონტალურ ნაწილში (ტვინის სწორედ ამ ნაწილში აქვთ დარღვევა ნერვული აშლილობის მქონე ადამიანებს). პრეპარატ მიდაზოლამის მიღების შემდეგ, რომელიც აძლიერებს “ნერვულ ზეწოლას”, საჭირო სიტყვის არჩევა დაჩქარდა. ასევე გაირკვა, რომ ეს ნივთიერება აზსროვნების პროცესის სხვა ასპექტებზე  გავლენას არ ახდენს.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

გამოყენებულია Futurity-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.