სისხლის უბრალო ანალიზს, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2 ფუნტ სტერლინგი ღირს შეუძლია ადამიანში გულის დაავადებების და დიაბეტის გავრცელების შანსის პრონოზირება.

ლონდონის სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერების თქმით, ანალიზში ჩანს მიკრო-რნა-ის (გენებში მიკრო-რნა-ის ცვლილები იწვევს სხვადასხვა დაავადებებს…) ცვლილება სახელად MiR-126. ეს მოლეკულები უმთავრეს როლს თამაშობენ არტერიების ჯანმრთელად შენარჩუნებაში. როდესაც ადამიანის სისხლძარღვები ზიანდება, სისხლში MiR-126-ის კოცენტრაცია იკლებს.

British Heart Foundation-ის მიერ დაფინანსებული კვლკევებმა აჩვენა, რომ ის კაცები და ქალები, რომლებსაც სისხლში MiR-126- ის კონცენტრაცია დაბალი აქვთ, ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან გულის დაავადებებით. ამის გარდა, ამ ტიპის პაციენტებს მიაკუთვნებებნ რისკ ჯგუფებს, რომლებსაც შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტი განუვითარდეთ — დაავადება, რომელიც ძირითადად საშუალო ასაკში ვითარდება და მისი მიზეზი ძირითადად სიმსუქნეა.

ახალი ანალიზი უფრო ზუსტად ავლენს ე.წ პერდიაბეტის სინდრომებს, ძველ, არსებულ ანალიზებთან შდარებით — მეტაბოლიზმის (მეტაბოლიზმი არის უჯრედის მიერ საკვების გადამუშავების პროცესი) დარღვევა დიაბეტის წინმსწრებია. თუ ამ დაავადებას განვითარებამდე აღმოვაჩენთ, მისი ჩანასახშივე ჩახშობა შესაძლებელია.

ახალი ანალიზის ტექნოლოგია კიდევ, დამუშავებას საჭიროებს, მაგრამ, მოსალოდნელია რომ ამ მეთოდიკას უახლოესი ათი წლის განმავლობაში უკვე საავადმყოფოებში ვიხილავთ, სავარაუდოდ 2015 წლისთვის ის უკვე ფართოდ გავრცელებული იქნება. მომავალში იგეგმები ტესტის უფრო სრულყოფილი ვერსიის შექმნა, რომელიც დროით ფაქტორსაც გამოავლენს გულის დაავადებების და დიაბეტის გამოვლენისას.

გამოყენებულია ლონდონის სამეფო კოლეჯის და Daily Mail-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.