კორპორაცია Intel-მა აღნიშნა ახალი ტექნოლოგიის Light Peak-ის კომერციალიზაციის საორიენტაციო ვადები.

შეგახსენებთ, რომ Light Peak-ის საშუალებით შესაძლებელია რამოდენიმე პერიფერიული მოწყობილობის შეერთება კომპიუტერზე, ერთი მაღალსიჩქარიანი ოპტიკური კაბელით. ასეთი არხის გამტარუნარიანობა აღწევს 10 გიგაბიტი/წმ. რომელიც აღემატება USB 3.0 იტერფეისის სიჩქარეს.

პერსპექტივაში Light Peak-ის ხაზით მონაცემების გადაცემის სიჩქარის გაზრდა იგეგმება 100 გიგაბიტ/წმ-მდე.

Intel-ის გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი წლისთვის მოსალდნელია მხოლოდ ჩიპსეტების გამოშვება, რომელიც აუცილებელია Light Peak-ის მხარდაჭერისთვის. თუმცა, კომპიუტერები შესაბამისი ტექნოლოგიით  არ გამოვა 2012 წლამდე.

ზოგიერთი ექპერტის აზრით, მომავალში Light Peak სისტემა სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, უკვე სწრაფად განვითარებად USB 3.0 ინტერფეისს.

გამოყენებულია EE Times-ის მასალები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.