კომპანია Hewlett-Packard-მა დააანონსა ციფრული ვიდეოკამერა V5020u, რომლის ფასიც შეადგენს $159.

კამერის ჩამწერს აქვს 5 მეგაპიქსელიანი მატრიცა, გამოსახულების სტაბილიზირების სისტემით ჩამონტაჟებული ჰიროსკოპის ბაზაზე, 2 დიუმიანი თხებადკრისტალური დისპლეი და HDMI პროტი. ოპტიკური ზუმი არ გააჩნია, შესაძლებელია მხოლოდ ათჯერადი ციფრული მიახლოება. კამერით შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა H.264 ფორმატში, გაფართოებით 1920×1080 პიქსელი ( Full HD). სურათებისა და ვიდეოების შესანახად გათვალიწინებულია SD/SDHC მეხსიერების ბარათების სლოტი.

მოწყობილობას კომპლექტში მოყვება HDMI-კაბელი, კამერის მაჯასთან მისამაგრებელი ჩანთა, ჩასადები და გასაწმენდი ნაჭერი. სიახლის გაყიდვები დაიწყება 2010 წლის ოქტომბერში.

გამოყენებულია ChipClick-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.