Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი.

მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მიმწოდებელმა გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. Oracle-ის შემოსავალმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიაღწია $7,5 მლრდ-ს, რაც 48%-ით მეტია 2010 ფინანსური წლის პირველ მეოთხედთან შედარებით — $5,07 მლრდ.

კვარტალური მოგება წლიური გამოთვლებით გაიზარდა 20%-ით, დაახლოებით $1,35 მლრდ, ანუ 27 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი.

გაყიდული პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა $1,3 მლრდ-ით, ხოლო განახლებული ლიცენზიებიდან კომპანიამ მიიღო $3,5 მლრდ, რაც 11%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ Oracle-მ განაცხადა კომპანიის თანაპრეზიდენტად მარკ ჰიორდის დანიშვნის შესახებ, რომელიც კომპანიაში Hewlett-Packard-დან გადმოვიდა. ჰიორდის თქმით მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში Oracle დახარჯავს $4 მლრდ-ს კვლევასა და ახალი გადაწყვეტილებების მიღებაში.

წყარო Oracle.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.