2015 წლისათვის OS Android-ს ეყოლება მილიარდნახევარი მომხმარებელი.

2013 წლისათვის მსოფლიო ხმარებაში იქნება მილიარდზე მეტი სმარტფონი, იუწყება კვლევითი კომპანია Informa Telecoms & Media. სმარტფონების რაოდენობის კოლოსალური ზრდა განპირობებულია ორი მიზეზით: პირველი ის, რომ უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მობილურ მოწყობილობებს იძულებულნი არიან კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს და მეორე ახლად ფეხადგმული კომპანიები იბრძვიან ბაზრის დასაკავებლად.

დღეისათვის, სტატისტიკის მიხედვით, მობილურ ოპერაციულ სისტემებს შორის პირველ ადგილზეა Symbian, თუმცა ანალიტიკოსების პროგნოზით 2015 წლისათვის, ნახევარმილიარდი მომხმარებლით, ყველაზე პოპულარული OS იქნება Android.

უმსხვილესი მობილური ოპერატორებისა და მობილური აპარატების რიტეილერების (ცალობით მოვაჭრე) წყალობით, Nokia-სგან განსხვავებით, «გუგლფონების» გაყიდვების რაოდენობა გაიზრდება ძალიან სწრაფად. ამჟამად ამ პლატფორმის მხარდჭერა გააჩნია 200 რეგიონულ მობილურ ოპერატორსა და მობილური აპარატების 20 უმსხვილეს ვენდორს. დღეისათვის გამოშვებულია Android-სმარტფონების 100-ზე მეტი მოდელი, რომელიც განკუთვნილია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტისათვის.

თუმცა არსებობს სხვა პროგნოზებიც. შეგახსენებთ: Gartner-ის გამოთვლებით, 2014 წლისათვის Symbian-სა და Android-ის საერთო წილი ბაზარზე იქნება 59,8%. საკუთარ წილებს ბაზარზე ისინი გაიყოფენ თანაბრად: 30,2% ერგება Symbian-ს, ხოლო 29,6% — Android-ს. ასევე, Gartner-ის აზრით, წლის ბოლოსათვის Android 17,7%-ით გადავა მეორე ადგილზე, თუმცა Symbian 40,1%-ით იქნება ბაზრის უპირობო ლიდერი.

წყარო Informa Telecoms & Media.

One Response

  1. sainteresoaa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.