Wall Street Journal-ის ინფორმაციით კომპანია Google-მა დაიწყო მოლაპარაკებები მინიმუმ ორ საინვესტიციო კომპანიასთან, რომ მიიღოს მონაწილეობა Yahoo!-ს შესყიდვაში.
Yahoo-ს შესყიდვის შესაძლ,ებლობას ასევე განიხილავენ ათამდე კერძო საინვესტიციო კომპანიები. ერთი ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატი არის Microsoft, რომელიც მუშაობს Silver Lake Partners და Canada Pension Plan Investment Board-თან ერთად. ამის გარდა ინტერესს გამოთქვამენ ჩინური ბიზნეს-პორტალი Alibaba და რუსული ფონდი Digital Sky Technologies.
Wall Street Journal-ის მონაცემებით Google დაინტერესბულია Yahoo-ს რესურსებზე რეკლამის განთავსებით. გარიგება ასევე სასარგებლო იქნება Google+ სოციალური ქსელისათვის. დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ შესყიდვა მოხდება 16-18$ აქციაზე; ამით Yahoo! ახლა შეფასდება $20.0 დან 22,7 მილიარდამდე.
საბოლოო გადაწყვეტილება Google-ის მონაწილეობის შესახებ ჯერ მიღებული არ არის, ამიტომ მხარეებმა შესაძლოა არ მიიღონ დადებითი პასუხი. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულება შესწავლილი იქნება ანტიმონოპოლიური სამსახურების მიერ, რადგანაც Google და Yahoo ერთად აკონტორლებენ ა.შ.შ. საძიებო ბაზრის 80%.
წყარო: Компьюлента
