თამაში ეძღვნება «ფორმულა -1-ის» რბოლას.
«სარბოლო სიმულატორი F1 2010 გამოვიდა!» — განაცხადა კომპანია Codemasters-მა.
თამაშის ჩრდილო ამერიკული რელიზი შედგა გუშინ (ევროპული — დღეს), თუმცა მწარმოებლები უკვე ფიქრობენ გაგრძელებაზე. ცნობილია, რომ დეველოპერების ძირითადი ჯგუფი, თამაშის რელიზის შემდეგ გაემგზავრა დასასვენებლად. მუშაობს მხოლოდ ორი ადამიანი: რეჟისორი პოლ ჯილი (Paul Jeal) და მთავარი დიზაინერი სტივენ ჰუდი (Stephen Hood). «მე და პოლმა უკვე დავიწყეთ თამაშის დეტალების გაუმჯობესება, გვაქვს რამდენიმე საინტერესო იდეა», — განაცხადა ჰუდმა.
დეველოპერები არ გეგმავენ იმას, რომ თამაშს დაამატონ ახალი ფუნქციონალი, არამედ მათი მიზანია უკვე არსებული რეჟიმების, მექანიკოსებისა და მსგავსი ელემენტების სრულყოფა.
F1 2010 გამოვიდა შემდეგი პლატფორმებისათვის: PS3, Xbox 360 და PC. თამაში შეიქმნა Codemasters-ის ბირმინგემის (ინგლისი) ფილიალში.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=QBnGjnQKjG0
წყარო VG247.

