თამაშ EVE Online-ის გამოსვლიდან (შემქმნელი — CCP Games) უკვე შვიდ წელზე მეტი გავიდა და პროექტი ჯერ კიდევ აქტიურად ვითარდება. 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდება მორიგი დამატება — Incarna.
კომპანიის მთავარმა დეველოპერმა, ტორფი ფრანს ოლაფსონიმა (Torfi Frans Olafsson) განაცხადა, რომ ადონი “გადააქცევს შესანიშნავ კოსმოსურ თამაშს ნამდვილ სამეცნიერო-ფანტასტიკის სამყაროდ”. პირველი ინფორმაცია Incarna-ზე ჯერ კიდევ წინა წელს გამოჩნდა, მაგრამ პროექტმა დასრულებლი სახე მხოლოდ ეხლა მიიღო. ადრე უველა მოქმედება კონცენტრირებული იყო კოსმიურ მოგზაურობაზე და ბრძოლებზე, ხოლო ადონის გამოსვლის შემდეგ მოთამაშეებს შეეძლებათ თავიანთი ხომალდიდან გამოსვლა, კოსმიური სადგურების გამოკვლევა, ერთმანეთთან კომუნიკაცია და კომპანიის კაბინებში შეკრება.
ყველა წინა ადონი, ოლაფსონის თქმით, ასე თუ ისე Incarna-ის გამოსვლას წინასწარმეტყველებდა: “მათ გარეშე ასეთი მასშტაბური დამატების გამოშვება არ გამოგვივიდოდა”. როგორც განაცხადეს დანამატის შქმნა სრული ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ რელიზის ზუსტ თარიღს დეველოპერები ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ.
EVE Online-ის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=3jOJR5Xauf0
გამოყენებულია Eurogamer-ს მასალები.

