ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა გამოთვალეს, რომ 2001 წლიდან 2007 წლამდე, ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც საჭესთან ლაპარაკობდნენ მობილურზე ან აგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, მოკლეს 16 ათასი ადამიანი.

მკვლელების უმეტესობის ასაკი არ ღემატებოდა 30 წელს.

ა.შ.შ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მონაცემებით, თუ 2002 წელს, ამერიკაში, ყოველთვიურად იგზავნებოდა მილიონი სმსი, 2008 წლისათვის ეს მაჩვენებელი გაიზარდა 110 მლნ-მდე.

ინფორამცია, რომელიც ეკუთვნის ამერიკის საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაციონალურ სამმართველოს, იუწყება, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 2000 წლამდე ავტოსაგზაო შემთხევისას სიკვდილიანობის დონე დაყვანილი იყო მინიმუმამდე, თუმცა 2009 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 33 963-მდე.

დღეისათვის ამერიკის 30 შტატში იკრძალება საჭესთან მობილურზე ლაპარაკი, ხოლო დანარჩენ შტატებში ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი იყენებს ყურსასმენებს.

წყარო reuter.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.