გამომცემლობა Microsoft Game Studios-მა, როგორც წინა კვირას შეგვპირდა, შეგვატყობინა დამატება Alan Wake: The Writer-ის რელიზის დრო და ფასი.

ფსიქოთრილერი Alan Wake-ის ადონი, რომელიც ფინურმა კომპანია Remedy-იმ შექმნა, რომელმაც სახელი გაითქვა “მაქს პეინით”, გამოჩნდება 12 ოქტომბერს. რელიზი იწნება ციფრული (მხოლოდ Xbox Live-ის ქსელში) მისი ფასია $7.

შეგახსენებთ, რომ Remedy-ის ხელმძღვანელის მატიას მილრინის თქმით (Matias Myllrinne), The Writer გახდება მეორე და ბოლო თამაშის დამატება. დამატება წერტილს დაუსვამს თავის კოშმარებში დაკარგული მწერლის ჩახლართულ ისტორიას: მოთამაშეებს ახსოვთ, რომ ეს სურეალისტური სამყარო არის ბატონი უენკის წიგნების პროექცია.  The Writer-ის სიუჟეტს არ ახმაურებენ; ცნობილია მხოლოდ ის, რომ “ჩვენ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, ამოვიცნობთ ყველა გამოცანას და წერტილს დავუსვამთ ალანის მენტალურ ტანჯვას”.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=N-n0SMokZ9o

გამოყენებულია VG247-ის მასალები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.