Adobe Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ ნარაიენი Web 2.0-ის სამიტზე.
კომპანია Adobe Systems-მა გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები.
პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა 2010 წლის მესამე კვარტალში ნახა რეკორდული მოგება, — $990,3 მლნ. გასული წლის მესამე მეოთხედთან შედარებით, როდესაც კომპანიამ მიიღო $697,5 მლნ, მოგება გაიზარდა 42%-ით.
ასევე სუფთა მოგება გაიზარდა 69%-ით. თუ ერთი წლის წინ Adobe-მ გამოიმუშავა $136 მლნ, ანუ 26 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი, დღეისათვის ეს მაჩვენებელია — $230,1 მლნ, რაც ერთ აქციაზე 44 ცენტის ეკვივალენტურია.
მიუხედავად ამისა, Adobe აღნიშნავს ამერიკულ და იაპონურ ბაზარზე საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნას. მიმდინარე კვარტალში კომპანია ვარაუდობს $0,95-დან $1,0 მლრდ-მდე შემოსავალს.
წყარო Adobe Systems.

