იტალიელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ჭკვიანი რობოტის შექმნისკენ. მათი შვილობილი, რომელიც შექმნილია iCub პლატფორმაზე, სხვისი დახმარების გარეშე სწავლობს მშვილდისრის სროლას.

რობოტი, პატარა ბავშვის სახით, ინდიელების ქუდით და რთული ალგორითმით, თვითონ აკეთებს დასკვნებს მიზნის აცილების შემთხვევაში.

მშვილდიდან სროლა აირჩიეს იტალიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში ჯილდო ძალიან მარტივია (ისროლა – გაარტყა!), და ასევე ამ შემთხვევაში არის მოტორული ფუნქციების კონბინირების მუდმივი საჭიროება და გამოსახულების გადამუშავება.

ალგორითმი, რომელსაც იყენებს iCub, სახელად ARCHER (Augmented Reward Chained Regression) ქვია. ის ახდენს კამერის მონაცემების და წინა აცდენების ანალიზს, ითვლის ისრის სროლის სწორ კუთხეს, ფრენის ტრაექტორიას და თოკის მოჭიმვის ძალას.

რობოტის პირველმა ვერსიამ სამნახევარი მეტრიდან მიზანში მერვე ცდაზე მოარტყა. მომდევნო მოდელებს შეეძლებათ მიზანში მოხვედრება 2-3 ცდაში და მშვილდისრის ნაცვლად მათ ხელში აღმოჩნდება იარაღი.

iCub-ს აჩვენებენ ამერიკაში Humanoids 2010-ის კონფერენციაზე. მეისრესთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან რობოტი-დირიჟორი, რობოტი ჩოგბურთელი (მაგიდის) და ა.შ.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=QCXvAqIDpIw

იტალიელი მეცნიერების წინა პროექტი — რობოხელი Barrett WAM 7 — სწავლობდა ბლინების გადაბრუნებას რაზეც ორმოცდაათი ცდა დასჭირდა:

გამოყენებულია Wired UK-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.