ინტერნეტით არცთუ ისე ბევრი ტანსაცმელი იყიდება, და ნაყიდის დაბრუნებაც, იმ შემთხვევაში თუ ის არ მოერგო მყიდველს შეუძლებელია. პრობლემა მოაგვარა ესტონურმა სტარტაპმა Fits.me(ამ ლინკზე შეგიძლიათ თვითონ გამოსცადოთ ეს სიახლე): მანეკენი, რომელსაც ნებისმიერი სხეულის ფორმის მიღება შეუძლია.

რობოტი აწყობილია ცამეტი ფირფიტისაგან, რომლებიც მოძრაობენ და ბრუნავენ, აფართოებენ მხრებს, ბერავენ მკერდის კუნთებს და აშორებენ წინა კლიენტის მუცელსაც საჭიროების შემთხვევაში, იმისათვის, რომ იყოს თქვენი მსგავსი. ჯამში მოდელირდება ორიათასამდე ფიგურა.

ინტერნეტ-მაღაზიამ, რომელმაც გააფორმა კონტრაქტი Fits.me-სთან, აგზავნის ესტონეთში თავისი ტანსაცმლის მარაგს. ყველა ნივთს რიგრიგობით აცმევენ მანეკენს. რობოტი არჩევს საჭირო ფორმას, კამერა აფიქსირებს შედეგს და შემდეგ მიღებული შედეგი თავსდება გამყიდვლის საიტზე.

პოტენციური მყიდველი შედის საიტზე, შეიყვანს თავის პარამეტრებს ( სიმაღლე, მკერდის და კისრის გარშემოწერილობა, წელის ზომა), და საიტი პოულობს არჩეული ნივთის მეტნაკლებად შესაფერის სურათს. იგივეა რაც გასახდელში სარკეში ჩახედვა.

სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მამაკაცებისთვისაა ხელმისაწვდომი. ქალების ვერსია, რომლის შქმნაზეც 3,5მლნ დოლარი დაიხარჯება, გამოვა ნოემბერში.

ამ ზამხულს რობოტმა გაიარა ბეტა-ტესტი გერმანიაში. ინტერნეტით ტანსაცმლის გაყიდვებმა ამ ქვეყანაში 300 %-ით მოიმატა, ხოლო ასაკმა დაიწია 28%-ით.

ამ ვიდეოში შეგიძლიათ თვალსაჩინოთ ნახოთ თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=SlFD3GVQONg

გამოყენებულია Wired UK-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.