უკანასკნელად შევხედოთ დღის შუქს — და წინ დემონებისაკენ!
გამომცემლობა Konami-იმ განაცხადა, რომ გამოვიდა სათავგადასავლო ექშენის Castlevania: Lords of Shadow-ის დემოვერსია.
თამაშის შექმნაზე ზრუნავს ერთდროულად ორი სტუდია: იაპონური Kojima Productions და ესპანური Mercurysteam.
დღევანდელი დღიდან, დემოს გადმოწერა, სრულიად უფასოდ, შესაძლებელია კონსოლური ქსელიდან PSN.
თამაში, ჯერ ა.შ.შ-ში, შემდეგ კი ევროპაში გამოვა შესაბამისად 5 და 7 ოქტომბერს.
თამაშის სიუჟეტი, ტრადიციულად, მოგვითხრობს ადამიანებისა და დემონების ომზე. მოკლედ: მოქმედება ვითარდება აპოკალიფსის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე; «აჩრდილთა მბრძანებლების» გამო, საფრთხის წინაშია ადამიანებისა და ზეციურების კავშირი. გაბრიელ ბელმონტს, «სინათლის საძმოდან», მოუწევს დემონების არმიის დამარცხება, შავი კულტის მიმდევრების განადგურება და დაღუპული მეუღლის სულის განთავისუფლება.
თამაში გამოვა PS3 და Xbox 360 პლატფორმებისათვის.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=flp40jD1Enw
წყარო Eurogamer.

