nVidia-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი.
nVidia-მ დაარეგულირა სარჩელი, რომელიც შეტანილ იქნა მისი უხარისხო გრაფიკული პროცესორების ბაზარზე გამოტანის გამო.
კონფლიქტის მიზეზი: მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ პორტატული კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილია nVidia-ს ვიდეო ბარათებით (მოდელი GeForce 8600M), უხარისხოდ ამუშავებს გრაფიკას. პრობლემა გამოიხატება დამახინჯებული გამოსახულებით, ცარიელი ეკრანით და სხვ.
უხარისხო ვიდეო ბარათები გამოყენებულია Hewlett-Packard-ისა და Dell-ის ძალიან ბევრ კომპიუტერში, რომლებიც იწარმოებოდა 2005 წლიდან 2010 წლამდე. ასევე, პრობლემები შეიძლება შეექმნათ 2007 წლის მაისიდან 2008 წლის სექტემბრამდე გამოშვებულ 15 და 17 დიუმიან Apple MacBook Pro-ს მფლობელებსაც.
მომხმარებლებს, რომლებმაც გადაიხადეს თანხა პრობლემის გამოსასწორებლად, nVidia გადაუხდის ფულად ანაზღაურებას, ხოლო მომხმარებლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ სერვის ცენტრებისათვის, კომპანია სთავაზობს უფასო მომსახურებას.
პრობლემატური ლეპტოპების სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
წყარო CNET News.

