პროექტი Ubuntu One ნელ-ნელა ივსება ახლი ფუნქციონალური შესაძლებლოლბებით. თავიდან შესაძლებელი გახდა გადმოტვირთული ან ნაყიდი მუსიკის შენახვა Rhythmbox-დან ღრუბელში, ახლა კი მუსიკის მოსმენა შესაძლებელი ხდება ნებისმიერ Android მოწყობილობაზე. მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ MP3 ფორმატის მხარდაჭერა, ხოლო Ogg Vorbis-ის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ, მაგრამ OGG, AAC, FLAC და სხვა ფორმატების მხარდაჭერაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.
ბეტა ვერსიის საჯარო ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Android ტელეფონისა და UbuntuOne-ის მომხმარებლებისათვის (მათ შორის უფასო ანგარიშებისთვისაც).
ტესტირებისას, სერვისი Ubuntu One mobile-music უფასო იქნება. ბეტა ტესტირების შემდეგ, აუდიო სტრიმინგი ფასიანი გახდება, მაგრა ტარიფების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.


დამატებით ინფორმაცია იხილეთ წყაროში: wiki.ubuntu.com/UbuntuOne/MusicStreaming.
