საფეხბურთო სიმულატორმა FIFA 11-მა ბრიტანულ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება სამონიტორინგო ორგანიზაცია GFK Chart-Track.

ლიდერის სტატუსი თამაშმა შეინარჩუნა მხოლოდ ორი დღის განმავლობაში. ევროპაში FIFA 11 გამოჩნდა გასულ პარასკევს, 1 ოქტომბერს; ჩრდილოეთ ამერიკული რელიზე, თუ საინტერესოა, შედგა რამდენიმე დღით ადრე — 28 სექტემბერს. პლატფორმების სია — თითქმის ყველაფერი, რითაც შეიძლება თამაში: PC, Nintendo DS, PS2, PS3, PSP, Wii და Xbox 360. თამაშის გამოსვლაზე იზრუნა EA Sports-მა, შექმნაზე — EA Canada-მ.

გარდა ამისა, GfK-ის მონაცემებით, ბრიტანეთში, FIFA 11 გავიდა მესამე ადგილზე ყველა დროის ყველაზე გაყიდვად თამაშების სიაში. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ციფრები, თუმცა ცნობილია ზოგიერთი პროცენტები: FIFA 11-ის გაყიდვების რაოდენობამ 21%-ით გაასწრო FIFA 10-ის მაჩვენებელს; თამაშის ნაწილების გაყიდვამ მოიტანა 36%-ის შემოსავალი. განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა ვერსია Xbox 360-თვის.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ulzLU3At3lA

მოერე ადგილზეა სარბოლო სიმულატორი F1 2010, მესამეზე — Dead Rising 2, მეოთხეზე იმყოფება Halo: Reach, ლიდერთა ხუთეულს კი ხურავს რითმ-არკადი Guitar Hero: Warriors of Rock.

წყარო VG247.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.