კომპანია Activision Blizzard-მა გააქარწყლა ყველანაირი ინტერნეტის ჭორი. დასახელებულია დამატება World of Warcraft: Cataclysm-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი.
” თამაშ World of Warcraft(WoW)- ის ადონის პრემიერი შედგება 7 დეკემბერს”, — განაცხადა Blizzard-ის სპიკერმა. თამაში გამოვა როგორც ცალკეულ გამოცემად, ისე კოლექციად. ბოლო მყიდველს $80 დაუჯდება.
” Cataclysm შეიცავს საუკეთესო კონტენტს, რაც ჩვენ ოდესმე შეგვიქმნია WoW-ისთვის, — განაცხადა Blizzard-ის დირექტორმა მაიკ მორჰეიმმა (Mike Morhaime). — ეს არა მხოლოდ დამატებაა, ეს აზეროტის დიდი ნაწილის გადაკეთებაცაა”.
Cataclysm მოგვიყვება აზეროტის ცხოვრების ახალ ისტორიას. “ძლევამოსილმა დრაკონმა გაიღვიძა და ამან სამყაროში დაუჯერებელი ცვლილებები მოახდინა”, — ასე შვყავართ საქმის კურსში დეველოპერებს. დღეისათვის ცნობილია, რომ თამაშში გამოჩნდება ორი ახალი რასა, ხოლო პერსონაჟის განვითარება მაქსიმუმ 85 დონემდე იქნება შესაძლებელი…
გამოყენებულია BBC-ის მასალები.

