ანდრეი გეიმი.

ფიზიკაში ნობელის პრემია გადაეცათ ბრიტანელ მეცნიერებს ანდრეი გეიმს და კონსტანტინ ნავასიოლოვს მანჩესტერის უნივერსიტეტიდან “ორგანზომილებიან გრაფენზე ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარებისათვის”.

თავის ცდებში გეიმმა და ნავასიოლოვი იღებდნენ გრაფენს, ყველაზე პრიმიტიული გზით: გრაფიტის ფენების წებოვანი ლენტის მეშვეობით აძრობით.  სტატია ჟურნალ Science-ში ლაურიატებმა, ზემოთ ნახსენებ ინსტიტუტის თანამშრომლებთან თანაავტორობით დაწერეს 2004 წელს, სწორედ ამ სტატიაში დაწერეს მათ თავიანთი პირველი კვლევები გრაფინის პარამეტრების ცვლილებაზე. ეს პერიოდი ნობელის კომიტეტისათვის ნამდვილად ძალიან ცოტაა. მაგრამ ამის მიუხედავად მეცნიერებმა მიიღეს მეცნიერის უმაღლესი ჯილდო.

იმ ექვსი წლის განმავლობაში რაც მეცნიერებმა თავიანთი პროექტი გამოაქვეყნეს, მათ არაერთი ჯილდო მიიღეს: მოტას მედალი, ჰიუზის მედალი, Europhysics PrizeJohn J. Carty Award და Körber Prize.

ანდრეი გეიმს 200 წელს მიღებული აქვს კიდევ ერთი პრემია, ბაყაყის ლევიტაციის ცნობილის ექსპერიმენტისათვის. (იხ. ვიდეო).

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერები ასაკით საკმაოდ ახალგაზრდები არიან, ანდრეი გეიმი არის 51 წლის, ხოლო კონსტანტინ ნავასიოლოვი 36-ის.

ანდრეი გეიმის ლექციის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ეძღვნება გრაფენს ლექცია ჩატარდა ამ წლის ივნისში ლანკასტერის უნივერსიტეტში.

http://www.viddler.com/explore/lancsuniscitech/videos/21/3405.8/

ანდრეი გეიმის ექსპერიმენტი; ბაყაყის ლევიტაცია:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=dHt7DRFPnpI

2 Responses

  1. ე.. და ბაყაყი როგორ შვება მასე კაცო? 🙂

  2. მაგნიტური ველის მეშვეობით შვება მასე 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.