კომპანია iSuppli-მ შეაფასა ახალი Apple TV-ს წარმოების ღირებულება, რომელიც წარმოდგენილი იყო დაახლოებით ერთი თვის წინ.
iSuppli-ის მონაცემებით Apple TV-ის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი არის პროცესორი Apple A4 და ფლეშ-მეხსიერების მიკროსქემა მოცულობით 8 გბ. რომელთა ღირებულება არის $16,55 და $14. $7,65 ღირს უკაბელო კავშირის კონტროლერი. მბეჭდავი პლატა თანმხლები კომპონენტებით შეფასებულია $6,74. ინტერფეისული მოდულების ღირებულება შეადგენს $2,6, ხოლო დისტანციური მართვის პულტის და ორმეტრიანი ქსელური კაბელის ფასი — $6,1.
Apple TV-ის მაკომპლექტირებელი მთლიანი ღირებულება, iSuppli-ის აზრით შეადგენს $61,98. ხოლო წარმოების ხარჯები — $1,97. ასერომ Apple-ს მოწყობილობა უჯდება $63,95. მოწყობილობის საცალო გაყიდვა შემოთავაზებულია $99. ანუ თითოეულ გაჯეტზე კომპანია გამოიმუშავებს დაახლოებით $35.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალ Apple TV-ზე არის ძალიან დიდი მოთხოვნილება. სავარაუდოდ ყოველ კვარტალში სტივ ჯობსის კომპანია შეძლებს ამ მოწყობილობის მილიონამდე რეალიზაციას. შედარებისთვის: Apple TV-ის წინა თაობის გაყიდვები შეფასებულია ერთ მილიონ ცალზე ნაკლები წელიწადში.
გამოყენებულია iSuppli-ს მასალები.


