RIM-მა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ნაჩვენებია მისი პაკეტების მენეჯერი Android-თვის. ინსტრუმენტი რომელიც კონფერენციაზე განიხილა განკუთვნილია Android-ის დეველოპერებისათვის, რომლებსაც დასჭირდებათ თავიანთი პროგრამების პორტირება PlayBook პლატფორმაზე APK ფაილების კონვერტაციის გზით BAR ფაილებში. როგორც კლიპშია ახსნილი მათ უნდა მოიპოვონ ხელმოწერის გასაღებები BlackBerry-ს Developer Zone-დან სანამ დაიწყებენ პროგრამირებას ან პორტირებას. ასევე შესაძლებელობა ექნებათ შეამოწმონ მათი პროგრამების თავსებადობა PlayBook-თან და თუ ყველაფერი კარგად იქნება “repackage and submit”-ზე დაჭერით მათი პროგრამა დაკონვერტირდება და გამოქვეყნდება. ახლო მომავალში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ამ კონვერტერის შესახებ მანამდე კი ნახეთ მოკლე ვიდეო:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=Vlw2DRD-YAo[/youtube]
წყარო: Engadget
