Nokia-ს მომავლის ტექნოლოგიების პავილიონში Nokia World 2011-ზე გამოჩნდა ტექნოლოგიის დემო: Kinetic Device (კინეტიკური მოწყობილობა). მისი ეს სახელი განპირობებულია მომხმარებლის მოქმედებებით, რომლის შესრულებაც შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიის საშუალებით. Kinetic Device არის ექსტრემალურად დრეკადი და პასუხობს გაღუნვაზე შესაბამისი მენიუს პუნქტებში ნავიგაციისთვის. ის დამზადებულია პლასტიკატისგან და აქვს AMOLED ეკრანი ზედაპირზე, ასევე აქვს სენსორები, რითაც გრძნობს მომხმარებლის მოქმედებებს. არ აქვს ტელეფონის, კამერის და GPS და მოცულობითი თაჩ ეკრანი. როგორც ჩანს ეს არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი კონცეფცია, რომელზეც მუშაობს Nokia-ს ლაბორატორია, თუმცა საინტერესო და თავშესაქცევი მოწყობილობაა, რომელიც იმედია მომავალში სერიოზულ პროდუქტად წარმოგვიდგება.

 

ვიდეო:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=XAEy0iojhF8[/youtube]

source: thisismynext

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.