კომპანია Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა ენდი რუბინმა (Andy Rubin), რომელიც კურირებს ოპერაციული სისტემა Android-ის წარმოებას, ისაუბრა Windows Phone 7-სადმი თავის დამოკიდებულებაზე.

რუბინმა PCMag.com-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კორპორაცია Microsoft-ის უახლესი OS სურათებზე (შეგახსენებთ: მოწყობილობა მისი მართვის ქვეშ ჯერ არ არის გაყიდვაში) ძალიან საინტერესოდ გამოიყირება, თუმცა მსოფლიოს და ბაზარზს ის არ ჭირდება. იმიტომ რომ არსებობს «ანდროიდი» — «ღია და უფასო».

ენდი რუბინმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ახალი მობილური პლატფორმის შექმნის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ «პოლიტიკური» მოტივი. ზოგადად, «WP7-ის წარმოებას აზრი არა აქვს, მაგრამ Microsoft ბრძოლის გარეშე არ დათმობს პოზიციებს».

Windows Phone 7-ის რელიზი შედგება ძალიან მალე — 11 ოქტომბერს. მრავალი კომპანია, რომელიც დღეისათვის დაკავებულია «გუგლფონების» წარმოებით, მომავალში გეგმავს სმარტფონების გამოშვებას WP7-OS-ის მართვის ქვეშ: HTCSamsungDellLG და ASUS.

წყარო PC Magazine.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.