გამომცემლობა Deep Silver-მა გამოაქვეყნა სარბოლო არკადის Nail’d-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი. ა.შ.შ-სა და გერმანიაში თამაში გამოჩნდება 30 ნოემბერს, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნები 2011 წლის იანვრამდე დაიცდიან. თამაშის შექმნაზე ზრუნავს პოლონური სტუდია Techland.
… და ბოლოს, თამაში დიდი ბრიტანეთის მზეს ვერ იხილავს თებერვლის დასაწყისამდე. «ბრიტანული პრემიერა დაგეგმილია 4 თებერვლისათვის», — აზუსტებენ გამომცემლები.
«ჩვენი თამაში უფრო დიდია, უფრო სწრაფია, უფრო მაღალია და უფრო გრძელია სხვა ნებისმიერ პროექტთან შედარებით!» — მოკრძალებულად აცხადებენ მწარმოებლები. მოთამაშეს მოუწევს კვადროციკლებითა და მოპედებით რბოლა. თუ მზად არ ხართ, ჯობია არ ჩართოთ ძრავა, რადგან თქვენ გელოდებათ გარდაუვალი სიკვდილი…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=3mLkTQ69VCY
წყარო Eurogamer.

