Palm Pre და Pixi სმარტფონების მფლობელთათვის შესაძლებელია განახლების გადმოტვირთვა რომლის ნომერიც არის 1.4 და ეკუთვნის პლატფორმას webOS.

წინა ვერსია დეკემბრის ბოლოში გამოვიდა მას შემდეგ კი იყო კიდევ ერთი მცირე განახლბა, უმთავრესად შეცდომების შესწორებისათვის რომელიც იანვრის დასაწყისშივე იყო ხელმისაწვდომი.

მიმდინარე რედაქვია – ყველაზე მოსალოდნელი იყო. პლატფორმამ მიიღოა ახალი ფუნქციონალის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, გაუმჯობესდა მუშაობის სიჩქარე, გამოსწორდა ბევრი შეცდომა.

მომხმარებლებს როგორც იქნა შეუძლიათ ვიდეო-რგოლების გადაღება და მათი დაჭრა ჩაშენებული ინსტრუმენტებით, ატვირთონ ფაილები პირდაპირ Youtube-ზე და Facebook-ზე. ასევე გააგზავნონ ფოსტით და MMS-ის საშუალებით.

ასევე იქნება უფასო პლაგინი რომელიც App Catalog-ში იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც უზრუნველყოფს Adobe Flash 10.1 ბეტა ვერსიის მხარდაჭერას სმარტფონებზე.

გაიზარდა ავტონომიური მუშაობის დრო, პროგრამების უფრო ჩქარა იტვირთება და სმარტფონები უფრო ცოცხლად რეაგირებენ ჟესტებზე, განახლდა შუქდიოდებით განახლებების შესახებ შეტყობინებების მიღება და ახლა უკვე გამორთული ეკრანითაც შევძლებთ შევიტყოთ მაგ. ახალი ფოსტის შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.