სტივ ჯობსის პასუხი იქნება ასიმეტრიული?

კომპანია Motorola-მ სარჩელი შეიტანა Apple-ის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს დებს დაპატენტებული ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებაში.

Motorola აცხადებს, რომ Apple-მა დაარღვია სულ 18 პატენტი; საუბარია WCDMA და Wi-Fi ქსელებში ინფორმაციის უკაბელო გადაცემის საშუალებებზე, ანტენის დიზაინზე, რამდენიმე მოწყობილობას შორის ინფორმაციის სინქრონიზაციის მეთოდზე, გეოლოკაციის სერვისებზე, ელექტრონული წერილის უკაბელო გაცვლაზე და სხვ. მოსარჩლე ამტკიცებს, რომ ჩამოთვლილი ტექნოლოგიები უკანონოდ გამოიყენება კომუნიკატორში — iPhone, პლანშეტურ კომპიუტერში — iPad, ჯიბის ფლეიერში — iPod touch, ასევე Apple-ის რამდენიმე პერსონალურ კომპიუტერში.

«მოტოროლამ» ასევე მიმართა ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) თხოვნით, რომ ჩატარდეს გამოძიება და Apple-ის აეკრძალოს უკანონოდ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და იმპორტი. გარდა ამისა, მოსარჩლე აპირებს მოითხოვოს ფინანსური კომპენსაცია.

Apple ამ ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებია.

წყარო Motorola.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.