მეცნიერთა ჯგუფმა პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტიდან, ატმოსფერული კვლევის ნაციონალური ცენტრიდან და მაქს პლანკის სახ. ქიმიის ინსტიტუდიდან გამოიკვლიეს ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს 0,5 და 1 კმ დიამეტრის მქონე ასტეროიდის ოკეანეში ვარდნას.

მეცნიერები ყველაზე ხშირად ამოდელირებენ დედამიწასთან ძალიან დიდი ასტეროიდის შეჯახებას, იმის მსგავსს, რამაც გამოიწვია დინოზავრების გადაშენება, ხოლო შემდეგ კი აფასებენ პირდაპირი დარტყმის შედეგებს: ცუნამი, ატმოსფეროში მტვრის მოხვედრის შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილება და ა.შ. ზემოთ ხსენებულ მეცნიერებს აინტერესებდათ შედარებით პატარა ასტეროიდების 4 კმ სიღრმის ოკიანეში ვარდნის შედაგად გამოწვეული ატმოსფერული ეფექტები.

მოდელირებული შეჯახების შედეგად, თუ დედამიწის ეკვადორს 45˚-იანი კუთხითა და 18 კმ/სთ სიჩქარით დაეცემა ასტეროიდი, გამოიწვევს ატმოსფეროში, 15 კმ სიმაღლეზე 4,4•1012 (500-მეტრიანი ობიექტისთვის) და 4,4•1013 კილოგრამი წყლის მასის ასხმას.

«ატმოსფეროში გაიტყორცნება ოკეანის წყალი, — აცხადებს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ელიზაბეტა პიერაცო (Elisabetta Pierazzo). — ის შეიცავს ქლორს და ბრომს, რასაც შეუძლია ოზონის შრის გახვრეტა». ერთი კილომეტრი რადიუსის მქონე ასტეროიდის ვარდნის შემთხვევაში ოზონის კონცენტრაცია დაიწევს 50%-მდე, რაც გაგრძელდება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სამ წელიწად ნახევარში ორივე ნახევარსფეროში კონცენტრაცია დაეცემა 40%-ზე დაბლა. «ეფექტი, რასაც გამოიწვევს ქლოროფტორნახშირწყალბადი, ოზონის შრის გაქრობის ტოლფასია, — აზუსტებს ქალბატონი პიერაცო. — ცვლილება შეეხება არა მარტო ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსს, არამედ მთლიან დედამიწას».

დაზიანებული ოზონის შრე ვერ შეძლებს ულტრაიისფერი გამოსხივების ეფექტურ ბლოკირებას, რაც დადამიწის ბიოსფეროს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს: დაზიანდება ან საერთოდ განადგურდება მცენარეები, ცხოველები და ადამიანები.

საბედნიეროდ ასეთი ასტეროიდების ვარდნა დედამიწაზე დიდ იშვიათობას წარმოადგენს. «კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ერთ კილომეტრიანი ციური სხეულის დედამიწასთან შეჯახების ფაქტი, — აცხადებს ბელფასტში დედოფლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომელი ალან ფიცსიმონსი (Alan Fitzsimmons). — თუმცა მსგავსი კატასტროფები შორეულ წარსულში ხდებოდა».

კვლევის შედეგების სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალში Earth and Planetary Science Letters.

წყარო Physicsworld.Com.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.