
კომპანია Hewlett-Packard წარმოადგინა ნოუთბუქი Mini 210 Vivienne Tam Edition, რომლის არსებობაც ცნობილი გახდა გასული წლის სექტემბერში.
მინი–ლეპტოპის დიზაინი შქმნილია ცნობილი ამერიკელი მოდელიორის ვივიენ ტამის (Vivienne Tam) მონაწილეობით. ეს უკვე ვივიენ ტამის და HP–ს მეორე ერთობლივი ნამუშევარია. 2008 წლის ბოლოსთვის ტანდემმა გამოაცხადა ნეტბუქ Mini 1000 Vivienne Tam Edition–ის გამოშვების შესახებ. ახალი დიზაინერული ნეტბუქი გაფორმებულია პეპლის გამოსახულებით.
HP Mini 210 Vivienne Tam Edition ფუძე არის HP Mini 210.
სიახლე აგებულია 1,66-გიგაჰერცული პროცესორის Intel Atom N450 ბაზაზე. (პლატფორმა Intel Pine Trail) აღჭურვილია 10.1–დიუმიანი ეკრანით შუქდიოდური განათებით. 2გბ ოპერატიული მეხსიერებით, 320 ბგ მყარი დისკით და ელემენტით, რომელიც უზრუნველყოფს ხუთ ნახევარი საათით ავტომატურ მუშაობას. ნეტბუქი მომარაგებული იქნება Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემით.
მინი–ლეპტოპის გაყიდვა დაიწყება 19 მარტიდან და მისი ფასი $599.

გამოყენებულია Hewlett-Packard–ის მასალები.
