Hewlett-Packard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეგ უიტმენმა განაცხადა, რომ კომპანია არ არპირებს დატოვოს სწრაფად მზარდი პლანშეტების ბაზარი.
შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ HP-მ უარი განაცხადა პლანშეტების წარმოებაზე რომლებიც webOS ოპ. სისტემის მართვის ქვეშ მუშაობენ. მიზეზად არადამაკამყოფილებელი გაყიდვები დასახელდა.
უიტმენის სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ HP დათმობს პლანშეტების ბიზნესს ბრძოლის გარეშე. მომავალ წელს იგეგმება Windows 8 პლანშეტების გამოშვება. მოსალოდნელია, რომ მინი კომპიუტერების დებიუტი 2012 წლის მესამე კვარტალში იქნება.
რაც შეეხება webOS, ამ სისტემის ბედი მომდევნო ორ თვეში გადაწყდება. შესაძლებელია, რომ ეს სისტემა გარეშე მწარმოებლებს მიაწოდონ ლიცენზიის საფუძველზე, თვითონ HP მის ბაზაზე მოწყობილობების გამოშვებას არ აპირებს.
წინასწარი შეფასებებით 2011 წელს მსოფლიოში გაიყიდება 63.6 მლნ. პლანშეტი. თუ ეს მოლოდინი გამართლდა 2010 წელთან შედარებით, როცა გაიყიდა 17.6 მილიონი, ზრდა იქნება 261,4%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეათე მოზრდილი ამერიკელი პლანშეტის მომხმარებელია.

წყარო: Mashable.
