ილმენაუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, დაამზადეს პროგრამა, რომელსაც შეუძლია ვიდეოს გადაღებისას გააქროს თქვენთვის არასასურველი ელემენტები. ამდაგვარი რამის გაკეთება შეიძლება “ფოტოშოპში” ფოტოებზე — მაგრამ ამას რა თქმაუნდა დრო მიაქვს. ხოლო ამ შემთხვევაში “პირდაპირ ეთერში ვჯადოქრობთ”.

პროგრამა წევს გამოსახულების ხარისხს, შლის ობიექტს, ცვლის მას ფონით, რომელიც ავტომატურად ფიქსირდება და აბრუნებს თავდაპირველ ხარისხს. ამ ყველაფერზე სულ რაღაც 40 მილიწამი იხარჯება — მაყურებელი ვერც ვერაფერს ვერ შეამჩნევს. კამერის მოძრაობისას სისტემა მაინც ინარჩუნებს ილუზიას ალგორითმის მეშვეობით. ანარეკლთან მუშაობა მას ჯერ არ შეუძლია: შუშის მაგიდიდან აღებული მობილური ტელეფონი მაგიდაზე გამოსახულების სახით ჯერ კიდევ ჩანს.

პროგრამა შექმნილია Windows პლატფორმაზე. ასევე იგეგმება Android ვერსია ( ზოგიერთი სმარტფონის გამოთვლითი სიმძლავრე ამის საშუალებას უკვე იძლევა), რომელიც, სავარაუდოდ უფასოდ გავრცელდება.

ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი ტექნოლოგიაა, ამ მიმართულებით. გამომგონებელტა ჯგუფის ხელმძღვანელი, ვოლფგანგ ბროლი თვლის, რომ პოტენციური ბაზარი ძალიან დიდია, რადგან გარშემო სამყარო სავსეა ინფორმაციით და ხედვითი შთაბეჭდილებების შემცირება მხოლოდ სასარგებლო იქნება. “ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს იმისა, რომ ყურადღება საჭირო ნივთებზე გავამახვილოთ და ამასთანავე იმის საშუალებას რომ გავანთავისუფლოთ ადგილი ახალი შთაბეჭდილებებისათვის”,  — ვარაუდობს მეცნიერი.

აი მაგალითად: მომხამრებელს უნდა იცოდეს მოუხდება თუ არა ახალი ავეჯი თავის ბინას. იმის მაგივრად რომ დაძაბოს წარმოდგენა ან გამოიყენოს არც თუ ისე ეფექტური ვირტუალური რეალობა, ეხლა მას უკვე შეუძლია “გააქროს” არსებული ავეჯი და გააწყოს ის სურვილისამებრ. ამისთვის საკმარისია კომპიუტერი ვებ კამერთ. გასაქრობად საკმარისია ხაზი შემოვავლოთ იმ ნივთს რისი გაქრობაც გვინდა.

ტექნოლოგიის გამოყენება მრეწველობაშიც შესაძლებელია, არქიტექტურულ საქმიანობაში, მისი გამოჩენა განსაკუთრებულად ალბათ ინჟინრებს გაუხარდებათ. რადგან დროის და ფულის ეკონომია ნათელია.

ასევე საინტერესო შესაძლებლობები გველის გართობის სამყაროშიც. მაგალითად, მაყურებლებს უკვე თვითონ შეეძლებათ გადაწყვიტონ რა გააქრონ ვიდეოდან. ეს იქნება ინტერაქტიული ფილმის და ტელევიზიის სრულიად ახალი გამოცდილება. ასევე მუზეუმებშიც უკვე სხვანაირად იქნება შესაძლებელი ხელოვნების ნიმუშებთან ურთიერთქმედება.

ტექნოლოგია მოქმედებაში:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=FgTq-AgYlTE

გამოგონება წარმოდგენილი იქნება შერეული და დამატებითი რეალობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება სეულში (სამხრეთ კორეა) 13-16 ოქტომბერს.

გამოყენებულია ილმენაუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.