კომპანია NTT DoCoMo-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რუძი იამადა (მარცხნივ) და Sony Ericsson-ის პრეზიდენტი ბერტ ნერდბერგი (მარჯვნივ).

კომპანია Sony Ericsson-მა გამოაქვეყნა მიმდინარე ფინასური წლის მესამე კვარტლის მუშაობის რეზულტატები.

Sony Ericsson-ის მობილური აპარატების გაყიდვა აგრძელებს ვარდნას. სამი თვის განმავლობაში მწარმოებელმა მოახერხა მხოლოდ 10,4 მლნ ტელეფონისა და სმარტფონის გაყიდვა. ეს მაჩვენებელი 26%-ით ნაკლებია გასული წლის რეზულტატთან შედარებით, ხოლო 5%-ით — 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტალთან შედარებით, როდესაც ვენდორმა მოახერხა შესაბამისად 14,1 და 11 მლნ აპარატის გაყიდვა.

სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მიიღო €1,60 მლრდ, რაც ოდნავ ნაკლებია გასული წლის შედეგთან შედარებით — €1,62. ასევე კატასტროფულად დაიკლო სუფთა მოგების რაოდენობამ — €49 მლნ. შედარებისთვის: 2009 წლის მესამე კვარტალში კომპანია ნახა €164 მლნ-ის სუფთა მოგება.

Sony Ericsson-ის პრეზიდენტის ბერტ ნერდბერგის თქმით, კომპანია წარმატებით ახორციელებს სმარტფონების ბაზარზე პოზიციების გმაყარების სტრატეგიას. შეგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 50%-ზე მეტს სმარტფონები შეადგენს.

ასევე კომპანიამ უარი თქვა კომუნიკატორების OS Symbian-ის მართვის ქვეშ გამოშვებაზე. მიმავალში, მწარმოებელი აპირებს Android-ზე ფოკუსირებას.

წყარო Sony Ericsson.

One Response

  1. SE

    usiresi kompania

    ratom unda viyido SE roca aris nokia ????????????????????:::::::::DDDDDDDDDDDDDDDD

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.