არის ხმები იმის შესახებ, რომ Samsung Galaxy Tab, Android 3.0-ით გამოვა .
პირველი პლანშეტური კომპიუტერების საინჟინრო ნიმუშები, რომლებიც არის Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, გამოჩნდება მიმდინარე წლის დეკემბერში.
აქამდე არსებული ინფორმაციით Android 3.0-ს უნდა მიეღო გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და გაფართოვებული ფუნქციონალი. პლატფორმასთან სამუშაოდ საჭირო იქნება აპარატული უზრუნველყოფა მინიმუმ 512 მბ RAM-ით , გიგაჰერცული პროცესორით და დისპელის დიაგონალით 3,5-დიუმიდან.
პლანშეტების Android 3.0-ით გამოშვებას გეგმავს ბევრი ცნობილი მწარომოებელი, ხოლო კონკრეტულად Acer, ASUS, HTC, Motorola და MSI. სიახლეების დემონსტარაცია მოსალოდნელია CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც შედგება 6-დან 9 იანვრამდე ლასვეგასში (ნევადა, აშშ).
ასევე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ Google უკვე ფიქრობს Android-ის მეოთხე ვერსიაზე, სავარაუდოდ მისი ანონსი
შედგება შემდეგი წლის მეორე ნახევარში.
დღევანდელ დღეს Android არის ერთერთი ყველაზე სწარფად მზარდი მობილური ოპერაციული სისტემა.
გამოყენებულია DigiTimes-ის მასალები.

