გიზის პირამიდებთან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქურუმის სამარხი, რომელიც IV დინასტიის ფარაონ ხაფრას დროს ცხოვრობდა.
მდიდრულად მორთული სამარხი პირამიდის მშენებლების საფლავების გვერდზეა.
ხაფრა, ხუფუს შვილი (ხეოფსი), ცნობილია სიდიდით მეორე პირამიდის მშენებლობით. მის საპატივცემულოდ აშენებული კომპლექსი, მისი სიკვდილის შემდეგაც დიდი ხანი ფუნქციონირებდა. რიტუალებს და ლოცვებს ქურუმების გარკვეული ჯგუფი ატარებდა, სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა რუჯ-კა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXVI საუკუნეში მოღვაწეობდა.. მის მოვალეობაში განწმენდის რიტუალიც შედიოდა.
მისი სამარხის ნაწილი აშენებულია ბლოკებით, რომლებიც ქმნიან რაღაც ლაბირინთის მაგვარს, ხოლო თვითონ ის დარბაზი სადაც ესვენა მკვდარი, ამოტვიფრულია პირდაპირ კლდეში, არქეოლოგების თქმით კედლები მოხატულია ლამაზი გამოსახულებებით, ყოველდღიური ცხოვრებიდან. მათგან ერთ-ერთზე რუჯ-კა თევზაობს და მიცურავს ნავით, მეორეზე — ქურუმი და მისი ცოლი დგანან მაგიდასთან.
ზაჰი ხავასის თქმით, რომელიც სიძველეებში ეგვიპტის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანია, აღმოჩენილი სამარხით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სამ ცნობილ პირამიდას შორის არის კიდევ კომპლექსი, სადაც მაღალი “წოდების” კარის კაცებს მარხავდნენ.
გამოყენებულია Discovery News-ის მასალები.


