ნეტბუქი Sharp Mebius PC-NJ70A.

იაპონური კომპანია Sharp წყვეტს პერსონალური კომპიუტერების წარმოებას, იუწყება რესურსი Nikkei.com.

უფრო ზუსტად, საუბარია მხოლოდ x86 მიკროარქიტექტურის პროცესორიან კომპიუტერებზე.

კომპანია არ აპირებს მომავალში მსგავსი ნოუთბუქებისა და ნეტბუქების წარმოებას. მსგავსი ტიპის ბოლო პროდუქტი, მინი-ლეფტოპი Mebius PC-NJ70A, წარდგენილი იყო 2009 წლის შემოდგომაზე.

საინტერესოა იპაონური ვენდორის მიღწვევები კომპიუტერულ ინდუსტრიაში: 90-იან წლებში კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი და პატარა ნოუთბუქი, ხოლო 2003 წელს შექმნა პირველი ლეფტოპი 3D-დისპლეით.

მომავალში Sharp აპირებს პლანშეტური კომპიუტერებისა და ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობების წარმოებას. კომპანიის ერთ-ერთი უკანასკნელი ქმნილებაა რიდერი Galapagos-ის ოჯახიდან. ასევე, «შარპი» აგრძელებს მუშაობას მინიატურულ კომპიუტერზე Netwalker.

წყარო Nikkei და Akihabara News.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.