კომპანია Nokia-ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი.
კომპანია Nokia-მ ეხლახან გამოაქვეყნა მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები.
მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელის შემოსავალი, წლიური გამოთვლებით, 5%-ით გაიზარდა და შეადგინა €10,27 მლრდ. შედარებისთვის: 2009 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ მიიღო €9,81 მლრდ.
თუმცა საგრძნობლად დაიკლო კომპანიის სუფთა მოგების მოცულობამ. თუ ერთი წლის წინ კომპანიამ ნახა €559 მლნ-ის სუფთა მოგება, დღეისათვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა €529 მლნ-მდე.
2010 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ მოახერხა 110,4 მლნ მობილური ტელეფონისა და კომუნიკატორის რეალიზება. სმარტფონების გაყიდვების საერთო მოცულობამ შეადგინა 26,5 მლნ ერთეული. გაყიდული «ყურმილების» საშუალო ფასი — €65 €64-ის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ Nokia-მ შეცვალა პრეზიდენტი გასულ კვარტალში: ოლი-პეკა კალასვუომ თავისი პოსტი დაუთმო Microsoft-ის ბიზნეს-განყოფილების ექს-პრეზიდენტს სტივენ ელოპს, რომელიც გეგმავს დაახლოებით 1 800 თანამშრომლის დათხოვნასა და ორგანიზაციის ოფტიმიზაციას.
წყარო Nokia.

