Amazon–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი Kindle-ით ხელში.
კომპანია Amazon-მა ისევ გაზარდა შემოსავალი და სუფთა მოგება.
მსოფლიოში წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიის მოგებამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შეადგინა $7,56 მლრდ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $5,45 მლრდ მიიღო, ანუ ზრდამ მიაღწია 40%-ს.
სამი თვის განმავლობაში ვებ-მაღაზიამ ნახა $231 მლნ სუფთა მოგება, ანუ 51 ცენტი ერთ ფასიან ქაღალდზე. ეს რეზულტატი 16%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა Amazon-ის მოგება შეადგენდა $199 მლნ-ს, ანუ 45 ცენტი აქციაზე.
წიგნების, კომპაქტ-დისკების, DVD-ისა და სხვა საკანცელარიო ნივთების კვარტალური გაყიდვა წლიური გამოთვლებით 14%-ით გაიზარდა — $3,35 მლრდ-მდე, ელექტრონიკისა და სხვა პროდუქტების — 68%-ით და მიაღწია $3,97 მლრდ-ს.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე კვარტალში Amazon-ის შემოსავალი გაიზრდება $12-დან $13,3 მლრდ-მდე, შესაბამისად 26–40%.
წყარო Amazon.


ვგიჟდები ამ საიტზე და მისი წყალობით ეს კაციც მიყვარს. :ლავ:
მართლაც კარგი საიტი აქვს ბატონ ბეზოსს:)