Daily Mail გვაცნობებს, რომ რეიმონდ კურზვეილმა (Raymond Kurzweil), რომელიც ცნობილია თავისი გამოგონებებით, მაგალითად საუბრის ამომცნობი, ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ 20 წლის შემდეგ ადამიანები შეძლებენ თავიანთი ტვინის ინფორმაციის შენახვას.

ამ ადამიანს ნამდვილად უნდა ესმოდეს რას ლაპარაკობს, მან 15 წლის ასაკში შექმნა პროგრამა, რომელსაც შუძლია დიდი კომპოზიტორების სტილში მუსიკის შექმნა, რისი წყალობითაც ის დაპატიჟეს თეთრ სახლში ა.შ.შ ის პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონთან შეხვედრაზე. მოგვიანებით მან შექმნა აპარატი, რომელსაც შეეძლო ბრმებისათვის ტექსტის კითხვა.

რეიმონდ კურზვეილი ამტკიცებს, რომ 20 წელიწადში ადამიანის სისხლში “იბინადრებენ” ათასობით ნანორობოტები, რომლებიც ორგანიზმის მკურნალობით დაკავდებიან, გააუმჯობესებენ მის მახასიათებლებს და ტვინის შემადგენლობის რეზერვულ კოპირებასაც კი შეძლებენ. მისი თქმით, შესაძლებელი იქნება ყოველი აზრის, ყოველი გამოცდილების შენახვა, ერთი სიტყვით ყველაფერი ის რაც ადამიანს ქმნის ინდივიდუალურს.

ის აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ეს პროგნოზი გაბუქებულს გავს, მაგრამ 1980 წლებშიც ადამიანებს ის გიჟი ეგონათ 1990-იან წლებში ვების “წინასწარმეტყველების” გამო.

2 Responses

  1. saucrebaaa…
    :))))))))))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.