ორმა ასტრონომმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან სანტა-კრუზში და შვეიცარიის ტექნიკის უმაღლესი სკოლიდან ციურიხში წარმოადგინეს ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტის Gliese 581 g-ის ტემპერატურის და ქარის რუკები.
ახალმა პლანეტამ, რომელიც წითელი ჯუჯის სისტემაში მდებარეობს Gliese 581, მას ეს სახელი დაახლოებით ერთი თვის წინ დაარქვეს. ბევრი მას თვლის პირველ პლანეტად რომელზეც სიცოცხლის ნიშნები სავარაუდოდ არის, იმდენად რამდენადაც ის ძალიან მოგვაგონებს დედამიწას, ასევე თავისი ვარსკვლავთან ძალიან ხელსაყრელ მანძილზეა, რაც განაპირობებს ზედაპირზე ნორმალურ ტემპერატურას. სამწუხაროდ, ეს საინტერესო ობიექტი შეიძლება არარსებული აღმოჩნდეს: ორი კვირის წინ ჟენევის ობსერვატორიის თანამშრომელმა ფრანჩესკო პეპემ (Francesco Pepe) განაცხადა, რომ მისმა ჯგუფმა ვერ მოახერხა Gliese 581 g-ის აღმოჩენის დადასტურება.
სამუშაოს ავტორების მიზანი, იყო დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ცირკულაციის შესწავლა, თან Gliese 581 g-ის პარამეტრები ამ შემთხვევაში უბრალოდ აკრეფილი სიდიდეები იყო, რომლის მაგივრადაც შეიძლება სხვა ნებისმიერი ყოფილიყო. მოდელის შემსუბუქების მიზნით, რომელიც გამოთვლილი იყო მონაცემებით, პლანეტის მინიმალური მასა ( დედამიწის 3,1) მიიჩნიეს მის მთლიან მასად ხოლო Gliese 581 g-ის სიმკვრივე გაუთანაბრეს დედამიწისას, შედეგად პლანეტის რადიუსი გამოვიდა 9 200 კმ. ანალოგიურად მეცნიერებმა გამოთვალეს ზედაპირზე თავისუფალი ვარდნის სიჩქარე, რამაც 14,3 მ/სმ² შეადგინა.
საწყისი პირობები გახდა 246 კ და ქარის სრული არარსებობა. მოდელირებული პერიოდის ხანგრძლივობამ, რომელიც დაშლილი იყო ნაწილებად, შეადგინა ათასი დღე.
შედეგად მკვლევარებმა მიიღეს საშუალო ტემპერატურის და ქარის რუკები ორი შემთხვევისთვის. პირველ შემთხვევაში — რაც სავარაუდოა — Gliese 581 g-ის ერთი მხარე შებრუნებული იყო ვარსკვლავისკენ, ხოლო მეორე მხარე კი ბნელი იყო; მეორე ვარიანტის შემთხვევაში, პლანეტა თავისი ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას ასრულებდა ერთ დღეში.
მოდელირებამ დაამტკიცა, რომ Gliese 581 g ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ სიცოცხლის განვითარებისთვის ვარგისად: ტემპერატურა (პირველი ვარიანტისას) განათებულ მხარეს ან ეკვადორზე 0 ˚C-ზე ცოტათი მეტ ტემპერატურას აღწევდა.
ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters-ში.
გამოყენებულია Technology Review-ის მასალები.

