Intel ისევ ლიდერია.

კომპანია Jon Peddie Research-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის, გრაფიკული პროცესორების ბაზრის რეზულტატების, ანალიზი გამოაქვეყნა.

მწარმოებლებმა ივლისიდან სექტემბრამდე 116 მლნ ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეოადაფტერის რეალიზება მოახდინეს, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 1%-ით დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, წლიური გამოთვლებით გაყიდვები 10%-ით გაიზარდა.

Intel 55,6%-ით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

რაც შეეხება AMD-ს, დღეისათვის ის აკონტროლებს ბაზრის 22,3%-ს. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 20,1%-ს შეადგენდა. თუმცა, კვარტალური გამოთვლებით კომპანიამ დათმო პოზიციები: ჯერ კიდევ ივნისში AMD ბაზრის 25,0%-ს ფლობდა.

საპირისპირო რეზულტატი დააფიქსირა კომპანია nVidia-მ. თუ გასული წლის მესამე მეოთხედში ის აკონტროლებდა ბაზრის 25,3%-ს, დღეისათვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 21,2%-მდე, მაგრამ მიმდინარე ფინანსური წლის მეორე კვარტალთან შედარებით გაიზარდა 0,5%-ით — 20,7%.

გრაფიკული პროცესორების სხვა მიმწოდებლები, მოკრძალებულ, 1%-ს დასჯერდნენ.

წყარო NetworkWorld.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.