კომპანია Point Of View გამოსაშვებად ამზადებს Mobii Tablet სერიის ორ პლანშეტურ კომპიუტერს.
პირველი მოდელი მიიღებს 10,2-დიუმიან სენსორულ დისპლეის წერტილოვანი გარჩევადობით 1024×600, 512 მბ ოპერატიულ და ინტეგრირებულ მეხსიერებას, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტს, Wi-Fi კონტროლერს, აკუმულატორს მოცულობით 3 300 მა/სთ და ასევე USB და HDMI პორტებს.
მოწყობილობა –– nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე გიგაჰერცული ცენტრალური პროცესორით.
მეორე მოწყობილობას აქვს 7-დიუმიანი რეზისტული თაჩსქრინი გარჩევადობით 480×800 პიქსელი, ვებ-კამერა, მეხსიერების მოცულება 4, 8 ან 16 გბ, ბუდე MicroSD ბარათებისთვის, 256 მბ RAM და ასევე ელემენტი 1 500 მა/სთ-ზე.
მოწყობილობა იქნება Rockchip 2808-ის 600-მეგაჰერციან ჩიპზე.
პრიველი მოდელი მუშაობს Android 2.2-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო მეორე მოდელი –– Android 2,1-ზე.
Point Of View-ს პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვაში გამოსვლა დაიწყება ნოემბრიდან.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.


