იდეა იმაზე რომ შექმნილიყო ცალკე დომენური სახელი “მოზრდილთა” საიტებისათვის მოეწონა ICANN-ს (Internet Corporation for Assigned Names and Numbers) 2005 წელს, მაგრამ 2007 წელს გადახედეს ამ წინადადებას და საკითხი უარყოფითად გადაწყდა.
12 მარტს ეს საკითხი ისევ განიხილება. დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერი იქითკენ მიდის რომ მსგავსი დომენური ზონა მაინც შეიქმნება, ეს უკვე გადაწყდა და აღნიშნული საკითხის განხილვა ნაირობიში, კენიაშია დაგეგმილი.
თუ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დაგეგმილია, წლის ბოლოსკენ დაიწყება ახალი დომენური სახელების გაყიდვა ზონაში .xxx, ამის შესახებ სტიუარტ ლაველმა განაცხადა, რომელიც ICM Registry-ს ერთ-ერთი დირექტორია. თუმცა ამ ზონაში პორნო და ეროტიული საიტების განთავსება აუცილებელი არ იქნება, .com ზონაში მაინც იქნება მსგავსი საიტების განსხვავება.

